Saturday, May 14, 2011

პითაგორას თეორემა

1.    პროექტის  სახელწოდება:  პითაგორას   თეორემა

2.     პროექტის  მთავარი  იდეა:   პითაგორას    ბიოგრაფიის  შესწავლა        მოსწავლეების    მიერ.         პითაგორას   თეორემის  არსის      გაანალიზება.

3.პროექტის    აქტუალობა:    მოსწავლეები    მოიძიებენ   ცნობებს     პითაგორას   ბიოგრაფიიდან.     შეისწავლიან  იმ   ხანას   რომელშიც     ცხოვრობდა   პითაგორა.      მოიპოვებენ     ,,პითაგორას  თეორემა“–ს     აღმოჩენის  შესახებ  ინფორმაციებს.

4.პროექტის     მიზნები:   მოსწავლეებში  კვლევის  უნარია   განვითარება.    თეორემის   თვალსაჩინოებისათვის   მაკეტის   შექმნა. ზუსტი   გამოთვლების  უნარის   განვითარება.

5მონაწილეთა     ასაკი:   VII-VIII კლასის  მოსწავლეები

6. ვადები/ხანგრძლივობები:    ვადები   2–3 თვე. მასწავლებლის   მიერ  შექმნილი     გეგმის    შესაბამისად.

7.მოსალოდნელი    შედეგები/ პროდუქტები,  რაც   შეიძლება   შეიქმნას:

ფოტოალბომი,  მაკეტი, ვიდეომასალა.

8.  პროექტისათვის   საჭირო  ძირითადი  რესურსები:   სახელმძღვანელო  მ ,,მათემატიკა“,  vll-vll–კლასის    სახელმძღვანელოები. გ. გოგიშვილი.  თ. ვეფხვაძე. ...     თაბახის  ფურცლები.     ინტერნეტში   მასალების  მოძიება  .სამკუთხედის   მაკეტის   გაკეთება.

9.პროექტის   მსვლელობა:    თემა:  პითაგორას   თეორემა.   ცნობების   მოძიება  პოთაგორას   ცხოვრებიდან.    „პითაგორას   თეორემის“   არსი.

მოსწავლეები    იყოფიან    2 ჯგრფად.
 I  ჯგუფი  მოძიებს   ცნობებს   პითაგორას  ბიოგრაფიიდან.
II  ჯგუფი  მოიძიებს   ცნობებს  „პითაგორას  თეორემის“  შესახებ.
მოპოვებული   მასალების   შემდეგ  მოხდება   თემის   პრეზენტაცია  სადაც   სხვა    კლასის  მოსწავლეებიც   მიიღებენ   მონაწილეობას .   ისინი   გაიღრმავებენ  ცოდნას  ანტიკური   ხანის  მეცნიერზე.  იმ  ეპოქაზე   რომელ   ეპოქაშიც   პითაგორა    ცხოვრობდა   და   მოღვაწეობდა.   გაეცნობიან   თუ   ვინ   იყვნენ   პითაგორელები.რა   იყო  მათი    სიმბოლო.
ისტორიული   ცნობების   თანახმად   „პითაგორას   თეორემას“   პრაქტიკაში    იყენებდნენ   ძვ.ეგვიპტელები, ინდუსები, ბაბილონელები,   ჩინელები  და    ძველი  ხანის    ხალხები.

10.  სამუშაო   ენა:   ქართული.

11.საგნებთან/საგნობრივ   ჯგუფებთან   კავშირი:  ამ  პროექტის   დროს    კავშირი  მყარდება   საგნობრივ    ჯგუფებთან.

1.  ისტორია–  გაეცნობიან  ეპოქას.
2.  გეოგრაფია–  გაეცნობიან   იმ   ადგილის   გეოგრაფიულ  მდებარეობას,   სადაც    ცხოვრობდა    და    მოღვაწეობდა   პითაგორა.
3.ქართული  ენა.–  მსჯელობის   უნარის   განვითარება.
4.–  გეომეტრიული   ფიგურის    მაკეტის   გაკეთება.   სწავლობს    გაზომვებს.  

12.   პროექტის   ხელმძღვანელი:   ნინო   გულიაშვილი.

13.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:   nguliashvili60@gmail.com

14.   პროექტის   ვებ–გვერდი/ბლოგი:   http://nguliashvili60.blogspot.com/

No comments:

Post a Comment